ჩვენი ისტორია

„ვაინ კახეთის“ ისტორია იწყება იმ დღიდან, როცა გადავწყვიტეთ, საუკუნის მანძილზე დაგროვილი უნიკალური ცოდნა და გამოცდილება ღვინოდ გვექცია. მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცდილებაზე დაყრდნობით, დავიწყეთ ვენახებისთვის ადგილის შერჩევა. ამ ეტაპზე, „ვაინ კახეთი“ ღვინოს გურჯაანის, ახმეტისა და თელავის რაიონებში მოყვანილი ყურძნისგან ამზადებს. უკვე ვიღებთ საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანის, ქისისა და ხიხვის უმაღლესი ხარისხის მოსავალს.

ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვაზის ნერგებიდან იწყება. ამიტომ, ნერგები, მსოფლიოში ყველაზე დიდი სანერგიდან, იტალიური „რაუშედოდან“ ჩამოვიტანეთ; უნიკალური სამეცნიერო გამოცდილებით, გავაშენეთ ვენახი და დავიწყეთ ვაზზე ზრუნვა.
ჩვენ ვიცით, როგორ მოვუაროთ ვაზს, როგორ დავიცვათ დაავადებებისგან, როგორ მივიღოთ საუკეთესო ხარისხის მოსავალი და როგორ შევქმნათ პრემიუმ ხარისხის, ნამდვილი ქართული ღვინო.

ვაზის მოსავლისა და შემდეგ უკვე ღვინის ხარისხი სწორედ იმ ექსპერიმენტების შედეგებითაა გარანტირებული, რაც მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, 1921 წლიდან ტარდებოდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ქართველი მევენახეები, სოლომონ ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით, იკვლევდნენ, სწავლობდნენ და აგროვებდნენ ქართულ უნიკალურ ჯიშებს. ქართული ვაზის მიმართ ინტერესი გაიზარდა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
„ვაინ კახეთი“ შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ არ დაიკარგოს უნიკალური გამოცდილება: უძველესი, გამოცდილი მეთოდებით და ინოვაციური ტექნოლოგიებით, დამზადდეს პრემიუმ ხარისხის ღვინო; და საერთაშორისო მასშტაბით, ყველა ღვინის მოყვარულს მიეცეს ნამდვილი ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა.

კომპანია ფლობს ქვეყანაში ერთერთი უდიდესი წარმადობის ღვინის ქარხანას, რომელიც უკვე სრული დატვირთვით ემსახურება კახეთის რეგიონს. ქარხანა აღჭურვლილია ევროპული და ამერიკული წარმოების, უმაღლესი ხარისხის ტექნიკით.