მისია და ხედვა

ჩვენი მისიაა, მევენახეობისა და მეღვინეობის საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებით, უძველესი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოება. გვსურს, მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ქართული ღვინის უნიკალური თვისებები და ქართული ვაზის უძველესი, უნიკალური ჯიშები.

მიზნად დავისახეთ, შევინარჩუნოთ მეცნიერთა ის უნიკალური გამოცდილება, რაც ერთი საუკუნის მანძილზე ინახებოდა მევენახეობის ინსტიტუტში. დაგროვილი ცოდნის გამოყენებით ჩამოსხმული თანამედროვე ქართული ღვინო კი, ვაქციოთ მსოფლიო ბაზარზე დომინანტ პროდუქტად
ვაპირებთ, გავაგრძელოთ დიდი ტრადიციების ფუძემდებლების სამეცნიერო გზა და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ახალ სპეციალისტთა მომზადებაში.

ჩვენ გვჯერა, რომ ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების ტრადიციების შენარჩუნებით, გამოცდილი მეთოდების გამოყენებით, ქართული ღვინის უნიკალური, უწყვეტი ისტორია გაგრძელდება.

გვჯერა, რომ ამ გამოცდილებითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილი პრემიუმ ხარისხის ღვინო, იმსახურებს განსაკუთრებულ ადგილს ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.