გამორჩეული ღვინო „ვაინ კახეთისგან“ – WinExpo 2025-ზე

„ვაინ კახეთმა“ WinExpo-ს სტენდზე ღვინის ახალი სახეობები გამოიტანა. კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებულმა ღვინოებმა გამოფენის სტუმრებისგან - სომელიეებისა და მოყვარულებისგან, განსაკუთრებული შეფასება მიიღო.

თეთრი მშრალი კატეგორიის ღვინოები, მიღებული შეფასებებით, გამორჩეული ცოცხალი არომატით ხასიათდება და აქვს დახვეწილი, სხვებისგან განსხვავებული გემო. ერთხელ დაგემოვნების შემდეგ, მათი უმრავლესობა, „ვაინ კახეთის“ სტენდს არაერთხელ დაუბრუნდა. განსაკუთრებული მოწონებით 2024 წლის მოსავლის ქისი გამოირჩეოდა.

წითელი მშრალი ღვინოების დაგემოვნების შემდეგ, სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ „ვაინ კახეთი“ გამორჩეულია ზომიერი ტანინებით, ხავერდოვანი გემოებით და ხანგრძლივი დაბოლოებით. მათივე თქმით, განსაკუთრებით გამორჩეულია საფერავის ჯიშური არომატი, რაც, ზოგადად, იშვიათადაა გამოხატული ამ სახეობის ღვინოებში.

„ვაინ კახეთის“ ნამდვილი ქართული ღვინის დაგემოვნება უკვე შეუძლიათ მსურველებს. მისი შეძენა მალე კომპანიის ვებგვერდზეც იქნება შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ